ბუნება

  ავჭალის ტერიტორია განლაგებულია მდ. მტკვრის მიერ წარმოქმნილ ბრტყელძირიან ავჭალის ვაკეზე  კერძოდ მეორე ტერასაძე ( 7–10 მ).

  აგებულია შუამიოცენური თიხებით, ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, ასევე ქვედა სარმატის თიხებით, ქვიშაქვებით, მეოთხეური და ალოვიური დანალექებით.

  ჰავა თბილისსა და მის მიდამოებში ნაირგვარია (მიკროკლიმატური მრავალფეროვნება) კერძოდ, მშრალი სუბტროპიკებიდან ზომიერად მშრალისკენ გარდამავალი. ავჭალის მიკროკლიმატის ფორმირებაში აღსანიშნავია მისი გეოგრაფიული მდებარეობა– საგურამო –იალნოს მთის ძირებთან  და მდინარე მტკვართან სიახლოვე ქალაქის გარეუბანში გაშენება აგრეთვე ანთროპოგენური ფაქტორების როლი კერძოდ, ბაღები და გამწვანება.

   ჰაერის ტემპერატურა 7.40–12,7 0 მერყეობს, ნალექები 580 მმ. საშუალოდ. მაქსიმუმი მაისში მინიმუმი იანვარში. თოვლის საფარი დიდხანს არ ჩერდება. ტერიტორიაზე ჭარბობს ჩრ. დას. ქარები .

  ტერიტორიიის ფარგლებში აღსანიშნავია მდ.გლდანისხევი მტკვრის მარცხენა შენაკადი, რომელიც მაისში თავსხმა წვიმების დროს დიდდება (წყალმოვარდნა) და ანადგურებს სავარგულებს (მოსახლეობის ნაწილი დაკავებულია საგარეუბნო სოფლის მეურნეობით).

  ადრეულ წარსულში ავჭალის მომდებარე ტერიტორია ტყით იყო შემოსილი. ადამიანის ჩარევით საცხოვრებელი და სამრეწველო ობიექტების მშენებლობის გამო ტყე გაიჩეხა და განადგურდა , მისი ადგილი სტეპებმა დაიკავა, რომელიც გამოიყენება ზამთრის და ადრე გაზაფხულის საძოვრად. ამჟამად აღნიშნული სტეპის ტერიტორია გადახნულია და ათვისებულია სამეურნეოდ. მოსახლეობას აქ ძირითადად მოჰყავს ბოსტნეული და  ბახჩეული , გასენებულია ასევე სათბურები.


  ამრიგად ავჭალისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცამოყალიბებულია  ლანდშაფტის ასეთი სახე: ჭალები, ტუგაის ტყე–ბუჩქნარით, მდელოს რუხ,ტუგაის ტყის და ალუვიურ ნიადაგებზე. იგი ხელსაყრელია განსახლებისა და სასოფლო სამეურნეო კულტურების ზრდა–განვითარებისთვის. ასევე უროიან ვაციწვერიანი სტეპი და ჯაგეკლიანები რუხ–ყავისფერ, მდელოს ყავისფერ და ალუვიურ ნიადაგებზე, კულტურული ლანდშაფტით–  ბაღ–ვენახებით და სახნავ–სათესით.

ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი პრობლემები
    
     თბილისში გარემოს დამაბინძურებელი მთავარი წყაროებია ავტომობილების გამონაბოლქვი (განსაკუთრებით პიკის საათი)  და გამონაბოლქვი ფაბრიკა ქარხნებიდან . შესაბამისად არც ავჭალაა გამონაკლისი. მართალია გარეუბანია მაგრამ აქ გადის მთავარის სატრანსპორტო მაგისტრალი და რკინიგზა რაც დამაბინძურებელია გარემოსთვის. აგრეთვე ის ფაბრიკა ქარხნები, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს და მავნე ნივთიერების გაფრქვევით გამოირჩევიან .
     ასევე მოსხლეობის მიერ არ არის დაცული სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები : ხშირად გვხვდება გადავსებული ურნები და იქვე დაყრილი ნაგავი, აგრეთვე მდინარეებში  და მათ ხეობებში ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
      

მიმდებარე გორაკ–ბორცვებზე ადამიანის არასწორი სამეურნეო საქმიანობის გამო (სხვადასხავა ტიპის მშენებლობები) ხშირად ხდება  მეწყერსაშიში მოვლენები. ყოველივე აქედან გამომდინარე სასურველია გარემოს დაცვის მიზნით სხავდასხვა ტიპის ღონისძიებები და პროექტები განვახორციელოთ.  გავაშენოთ და გავუფრთხილდეთ  ,,მწვანე ზონებს“. არ დავყაროთ ნაგავი. ხშირად ჩავატაროთ დასუფთავების მიზნით ე.წ. ,,შაბათობები“. 



No comments:

Post a Comment