გეოგრაფიული მდებარეობა

   ავჭალა მიეკუთვნება თბილისის მიკროგეოგრაფიული რაიონს. იგი  ქალაქის ჩრდილოეთ  ნაწილში  მდებარეობს. ტერიტორიული განფენილობით შედის მტკვრის მეორე ტერასაში და  მიუყვება მტკვრის მარცხენა ნაპირის   ხეობას, ზღვის დონიდან 440მ. აღსანიშნავია, რომ საგურამო-იალნოს ქედით მარცხენა მხრიდანაა შემოსაზღრულია, ხოლო მარჯვენიდან თრიალეთის ქედის ბოლოებით შემოიფარგლებაგეოგრაფიული კოორდინატებია  41° 47' 25" ჩრდილოეთთ, 44° 49' 34" სამხრეთით.


ძველი ავჭალა

ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში -კახეთის საერისთავოში.

სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.

დღევანდელი ავჭალა    

დღევანდელი ავჭალის ტერიტორია ძველისგან განსხვავებით უფრო გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობის მატების გამო. ურბანიზებულ ზონადაა ქცეული. იკავებს ძველი ავჭალის ტერიტორიასაც  და ცდება მის საზღვრებს კერძოდ, ჩრდილო დასავლეთიდან (ზაჰესიდან)– მიუყვება მდ.მტკვრის დინებას მარცხენა სანაპიროზე და სრულდება სარაჯიშვილის მეტრომდე და მოიცავს შემდეგ დასახლებებსზაჰესი, ავჭალა, კონიაკი, გლდანულა, სოფელი გლდანი,ავჭალა 2.

ადმინისტრაციულად ავჭალის ტერიტორია მოიცავს შემდეგ ქუჩებს: 
ავჭალის ქ, მშვიდობის ქ,  ანდრონიკაშვილის ქ, ჭიჭინაძის ქ. , თავისუფლების ქ,  ყაზბეგის ქ, წინამძღვრიშვილის ქ,კეცხოველის ქ, კასკადის ქ, მაყაშვილის ქ, ენერგეტიკოსების ქ; ხანძთელის ქ, რევოლუციისქ, ჩიქვანაიას ქ, ბიჭვინთის, სკოლისქ, ბარნარისქ, უწერის ქ, ბარისახოს ქ, სხვიტორის ქ, ყოშიტაშვ ილის ქ, ხეჩუასვილის ქ, ვარდევანის ქ,ჭრებალოს ქ, ბარალეთის ქ, ლიბანის ქ, ფოცხიშვილის ქ, მ.წერეთლის ქ, რიონის ქ, შუშის ქ, ლაზოს ქ. იპოლიტე ივანოვის ქ, სარაჯიშვილის ქ, ზარზმის ქ, ილორის ქ, წყალსადენის ქ, წყალსადენის ქ. მიმდებარედ (მონასტრისა და ტაძრის), კაჭარავას  ქ, ჯანჯღავას ქ, გლდანულის ქ, გლდანის ხევი, ხევძმარის ქ, კულა გლდანელის ქ, ფიროსმანის ქ, სააკაძის ქ, რუსთაველის ქ, 26 მაისის ქ, ა.წერეთლის ქ, ყაზბეგის ქ (სოფელი გლდანი), დ.აღმაშენებლის ქ, გამარჯვების ქ, ჩოლოყაშვილისქ, თამარ მეფის ქ, წყაროს ქ (მამკოდის დასახლება), ავჭალა 2 (ყოფილი დაჩები 50 ქუჩით).




No comments:

Post a Comment