განათლება და სპორტი

        საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ.
         განსხვავებით თბილისისგან ჯერ კიდევ სოფელ ავჭალაში არ არსებობდა არანაირი საგანმანათლებლო კერა.  გადმოცემით IX საუკუნის ბოლოს ავჭალის დასახლებაში პირველად დაარსებულა პატარა სკოლა ,რომელიც მხოლოდ ერთ ოთახს მოიცავდა, შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობით   სკოლისთვის აშენდა შენობა სადაც უკვე   ოთხწლიანი სწავება მიმდინარეობდა .
      გასაბჭოების დროს  საწარმოების აშენების შემდგომ, მუშახელის ჩამოსახლებასთან და მოსახლეობის გაზრდასთან ერთად აუცილებლობას წარმოადგენდა აშენებულიყო საშუალო სკოლა.
    დღეს  ავჭალის დასახლებაში სულ ხუთი საჯარო (16–ე ,45–ე, 120–ე,119–ე,118 –ე ) და ერთი კერძო(,,ცოდნა“) სკოლაა.
   ავჭალის დასახლებაში განათლებასთან ერთად ვითარდებოდა ხელოვნება და კულტურაც . 1893 წელს პირველად დაარსებულა მუშათა თეატრი. იქ იდგმებოდა საზოგადოებრივი იდეებით გამსჭვალული პიესები. იმართებოდა კონცერტები და ლექციები. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ავჭალის აუდიტორიას ეწოდა პროლეტარული თეატრი, იარსება 1925 წლამდე.
     ავჭალის ისტორიის კვლევასთან ერთად  ჩვენთვის  ცნობილი გახდა იმ ადამიანების სახელები, რომელიც დიდ როლს ასრულებდნენ თურმე რეგიონის კულტურულ სპორტულ განვითარებაში და ცნობილ სახეებს წარმოადგენდნენ. ესენი იყვნენ მსახიობი –შალვა ლორთქიფანიძე, მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობაში ზარიბეგ ბერიაშვილი , ოლიმპიადაში გამარჯვებულ თავისუფალ ჭიდაობაში ლერი ხაბელოვი, საქართველოდან საბაიდარო ნიჩბოსნობაში ბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ავჭალელი კახა ლომიშვილი იტალიაში ალ-ბინოს ცნობილ ტრასაზე 1985 წლის 29 ივლისს
განსხვავებით წარსულისა  დღეს ავჭალის დასახლებაში არანაირი კულტურული, და სპორტულგამაჯანსაღებელი კერა არ არსებობს.  თუ არ გავითვალისწინებთ სკოლების ბაზაზე არსებულ წრეებს.  ამ დასახლებაში გვხვდება მხოლოდ ერთადერთი ახლად აშენებული რაგბის სტადიონი ,,ავჭალა“, რომელიც სულ 2 წელია რაც აშენდა და ფუნქციონირებს. 
      
ბლოგისგაიცანით ჩემი რაიონიშექმნაში მონაწილე მოსწავლეებმა  მარიამ მელაძემ, ნათია ნემსვერიძემ, ციური ირიაულმა, თამუნა მოდებაძემ და ლუკა ბარნოვმა ინტერვიუ ღეს  ავჭალის დასახლებაში მცხოვრები რამოდენიმე ადამიანისგან.  ავჭალის მოსახლეობის გამოკითხვიდან გამომდინარე, უკმაყოფილება გამოთქვეს რომ, ამ ტერიტორიაზე არ არსებობს არანაირი ხელოვნების, სპორტის ცენტრი მათ  უწევთ შორს წასვლა ან  საერთოდ ვერ დაჰყავთ თავიანთი შვილები.
          ქვემოთ წარმოგიდგენთ რესპოდენტთა პასუხებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთია:

ლ.ა
 –იმის გამო რომ ავჭალაში არ არის კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები მსურს სავარჯიშო დარბაზის გახსნა.

ნ.პ.
–ვისურვებ ისეთი დაწესებულებების გახსნას სადაც შესაძლებელი იქნება შეღავათიან ფასებში სწავლა.

შ.რ.
–იმის გათვალისწინებით  რომ ავჭალის ტერიტორიაზე არ არის ბევრი და ცალკე კულტურულ გამაჯანსაღებელი ცენტრი ვისურვებდი გაიხსნას ისეთი სხვადასხვა ცენტრი რომ სკოლის შემდეგ ბავშვებმა მოვახერხოთ იქ მისვლა.

ე.მ
–მე მყავს დიდი შვილები და მინდა ავჭალის ტერიტორიაზე მოწესრიგდეს სკვერები და გაკეთდეს ბევრი სპორტული მოედანი.

გ.გ
–მე ძალიან კმაყოფილი ვარ ავჭალის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებით.

ლ.ო
–მინდა გაიხსნას ტანვარჯიშის წრეები  რომელიც იქნება შეღავათიან ფასებში

ე.ნ
–კარგი იქნება თუ მხატვრული ტანვარჯიშის წრეები გაიხსნება. ჩემი შვილი გამოირჩევა ამ ნიჭით მაგრამ არ არის შესაბამისი დაწესებულებები.
.
მ.ნ
–მე მინდა გაიხსნას ავჭალაში გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრები რაც შეიძლება ბევრი.

ა.რ
–მინდა რომ გაიხსნას საცურაო აუზი  ავჭალის ტერიტორიაზე.ჩემს შვილს სჭირდება სიარული ცურვაზე, მაგრამ აუზი გლდანშია და ტერიტორიულად შორსაა და ამიტომ ვერ ვატარებ.

ნ.ყ
–მნიშვნელოვანია თუ გაიხსნება ავჭალის ტერიტორიაზე რაიმე ცენტრი რადგან არ არის საშუალება ფულიც რომ გქონდეს ბავშვი ატარო ნებისმიერ წრეზე

ლ.ნ
მე მინდა გაიხსნას ბალეტის წრე ცალკე დაწესებულებაში,სადაც იქნება კარგი სცენა.

გ.ე
–მინდა რომ ყურადღება მიექცეს სხვადასხვა ცენტრების გახსნას,რადგან ავჭალა ამ მხრივ ჩამორჩება სხვა უბნებს.

ა.უ.
–რაც მეტად იზრუნებენ ავჭალის ტერიტორიაზე სხვადასხვა ცენტრების გახსნაზე მით უფრო მეტი მოსახლეობა იქნება კმაყოფილი და ივლის ამ დაწესებულებებში.

ლ.კ.
–ვისურვებდი იყოს ავჭალაში სხვადასხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები.

ი.მ
 –ვისურვებდი მუსიკის წრის გახსნას.

               
         ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობას აქვს ეკონომიური პრობლემები, ადგილმდებარეობა არ უწყობთ ხელს და არ არსებობს დასახლებაში არანაირი კულტურული თუ სპორტულ– გამაჯანსაღებელი კერა ბავშვის განვითარებისთვის. ჩვენი სურვილი იქნება რაიონის გამგეობამ გაითვალისწინოს ავჭალის დასახლებაში არსებული ეს პრობლემა და აქ მცხოვრები ბავშვებისთვის ააშენონ და გახსნან თუნდაც ერთი სპორტულ გამაჯანსაღებელი და კულტურული ცენტრი.

No comments:

Post a Comment