ავჭალა
საქართველოს დედაქალაქის დასავლეთის ჭიშკარი, ისტორიული ადგილია. იგი ქართული ისტოროგრაფიის
გზაჯვარედინზე მრავლის მომსწრე და მნახველია.
ავჭალასთან , მდინარე მტკვარზე, ხელსაყრელო ფონის გამო
აუშენებიათ ციხე-კოშკები, სულ
12. მათგან 11 მთლიანად დაინგრა ისე, რომ მათი კვალი არსად დარჩა. მხოლოდ ერთი
ავჭალაში ახლაც დგას ვახტანგ ლომიშვილის საკარმიდამო ეზოში. აღნიშნულ კოშკს მიწისძვრისა
და დიდძალი ნალექებისაგან დროთა განმავლობაში ჩამოეშალა ცალი მხარე. რესტავრატორებმა
გაწმინდეს ჩამოშლილი ქვა-ღორღისაგან, გაანთავისუფლეს აღსადგენი ადგილი და აღმოაჩინეს
რომ კოშკს საძირკველი საერთოდ არ ჰქონია. რაც მეტად გასაკვირია. კოშკი დგას იდეალურად
მოსწორებულ ადგილას ათი მეტრის დიამეტრის უსაძირკვლოდ, კედლების სისქე ორი მეტრია,
კოშკის საერთო სიმაღლე 15 მეტრი. იგი შედგება სამი სართულისაგან. სართულები ერთიმეორეს
უკავშირდება კედელში დატანებული კიბით. მეორე სართულზე არის ბუხარი კედელში დატანებული
ბოლსადენი არხით. პირველ და მეორე სართულებზე დატანებულია სათოფურები. მესამე სართულზე
ქონგურებია სათოფურებით, სადაც ძირითადათ იმყოფებოდნენ მეომარი-დამცველები.
ძირითადათ სოფელი ავჭალა ამ კოშკის ირგვლივ იყო
გაშენებული, ცხოვრობდნენ ჯანდაგურები, ჩახიძეები, ბერიტაშვილები, ლომიშვილები, ამირანაშვილები,
ბუტიკაშვილები, ვერხვიაშვილები, სუხიაშვილები, შუშანაშვილები, შამანაურები, კილაძეები,
რაზმაძები და ჯაბიაშვილები.
ახლანდელი ზაჰესის დასახლების ერთი უბნის, რომელსაც „გეოლოგებს“ ეძახიან მის უკან ტეფობზე, უწინ გაშენებული ყოფილა პატარა სოფლები ჯვარი და ფოსი. სოფელ ფოსის აღმოსავლეთით მაღლა მთაზე აგებულია წმინდა პეტრე მოციქულის საყდარი, რომლის უკან ხევის გაღმა ამჟამადაც არის კარგად შემონახული პატარა საყდარი „აქლემაანთ“ საყდარი, რომლის მიდამოებშიც არის ნასოფლარი, რომელსაც სოფელი ჯაჭვი ეწოდებოდა.
წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარი მესამე ტაძარია
მსოფლიოში. ერთ-ერთი მათგანი რომშია, სწორედ იქ იჯდა საპყრობილეში ჯაჭვებით დაბმული
პეტრე მოციქული, რომელიც იესომ თავის ღვთიური ძალით იხსნა, გისოსები აქთ-იქით გასწია
და მოციქულმა თავის დაღწევა შესძლო. ეს მოხდა 29 იანვარს, ამიტომ რომშიც და საქართველოშიც
ეს დღე ჯაჭვთა თაყვანისცემის დღითაა წოდებული.
ყოველი წლის 29 იანვარს ავჭალაში იმართება დიდი საეკლესიო დღესასწაული.
ამ დღეს ყველა ავჭალელი თავისი სტუემრებთან ერთად მიემართება მაღლა მთაზე წმინდა პეტრე
მოციქულის სახელობის ტაძრისაკენ. იქ მოილოცავენ
შემდეგ უკან ბრუნდებიან და შუაღამემდე იმართება საერო ზეიმი.
1998 წელს, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, 21 მარტს (დიდმარხვის მე-3 კვირა) სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ტაძარი ურბნისისა და რუისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. ნიშანდობლივია, რომ მართმადიდებლური ეკლესია სწორედ ჯვართაამაღლების წინა დღეს იხსენიებს დიდმოწამე ქეთევანს, საქართველოს მნათობსა და კახეთის დედოფალს.
ტაძარი თავის არქიტექტურით ჯვარ-გუმბათოვანია. აქტიური ათეიზმის ხანაში მისმა არქიტექტურამ გარკვეული ცვლილება განიცადა. ნიშანდობლივია , რომ ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება(აბო თბილელის ჯვრის ანალოგიური). ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული და მრევლი მას მოწიწებით ემთხვევა.
ტაძარში დასვენებულია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც დღესაც სდის მირონი. ეს სასწაული 1999 წლის 31 დეკემბერს ღამისთევის მსახურებაზე დაიწყო. ხატს თითქმის ყველა კუთხიდან (განსაკუთრებით ღვთისმშობლისა და მაცხოვრის შარავანდედიდან) გადმოსდის ზეთოვანი სითხე.
გარდა ამ უდიდესი ისტორიული ძეგლებისა ასევე ავჭალის უბნებში გვხვდება ახლად აშენებული ტაძრები მაგალითად ესენია: ლომისის წმ.გიორგის ტაძარი პატარა გლდანის დასახლებაში, რომელიც 2002 წელს აშენდა თავად მოსახლეობის შემოწირულობით.
ახლანდელი ზაჰესის დასახლების ერთი უბნის, რომელსაც „გეოლოგებს“ ეძახიან მის უკან ტეფობზე, უწინ გაშენებული ყოფილა პატარა სოფლები ჯვარი და ფოსი. სოფელ ფოსის აღმოსავლეთით მაღლა მთაზე აგებულია წმინდა პეტრე მოციქულის საყდარი, რომლის უკან ხევის გაღმა ამჟამადაც არის კარგად შემონახული პატარა საყდარი „აქლემაანთ“ საყდარი, რომლის მიდამოებშიც არის ნასოფლარი, რომელსაც სოფელი ჯაჭვი ეწოდებოდა.
წმ. პეტრეს სახელობის ტაძარი
ვინაიდან ავჭალის მახლობლად მდებარეობდა მრავალი
პატარ-პატარა სოფლები, საგურამო იალნოს მთაზე აგებული იყო საკულტო ნაგებობა, რომელიც
მტრის მრავალი შემოსევებისგნ დაინგრა. XIX საუკუნეში მაშინდელ მოსახლეობამ არ იცოდა
თუ რის ნანგრევები იყო, მათ ეგონათ, რომ ეს
ნანგრევები ეკუთვნოდა რომელიმე სალოცავს. ამიტომ გადაწყვიტეს აეგოთ წმ. პეტრეს სახელობის
ტაძარი. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1815 წელს, რომელიც დღესაც ამაყად გადმოჰყურებს
ზემოდან ავჭალას და მის მფარველად ითვლება, იგი მთელი ავჭალის სალოცავია. აქ უცხოვრია
და უმოღვაწია ვინმე ბერს გაბრიელს (ლომიშვილს) რიმელიც ატარებდა წირვა ლოცვას.
ქეთევან წამებულის სახ. ტაძრის მოძღვარმა
მამა გიორგიმ და ტაძრის მრევლმა წერილი გააგზავნა ვატიკანში, სადაც წმ. პეტრეს ჯაჭვებია
დაბრძანებული, რომ თბილისშიც არის წმ. პეტრეს ჯაჭვთ თაყვანისცემის ტაძარი, შემდეგ მიმართეს
რომის ტაძრის მოძღვარს, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ჯაჭვის სამი ნაწილი ჩამობრძანეს
და წმინდა პეტრემოციქულის ტაძარში დააბრძანეს.
ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი
მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კოშკის ახლოს კლდოვან ფლატეზე გადმოცემით ვინმე ბარნაბა ლომიშვილისა და მაშინდელი მრევლის მეშვეობით აიგო ტაძარი, რომელსაც იოანე ნათლისმცემლის სახელი ეწოდა.
1742 წელის 7 ივნისს ნათლისმცემლის შობის დღეს , ტაძარი აკურთხა თვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნიკოლოზმა. დიდი ზარზეიმით აღინიშნა ტაძრის კურთხევა.
წელიწადის ნებისმიერ დროს მორწმუნეებს იზიდავს წმ.იოანე ნათლისმცემლის სასწაულ მოქმედი წყარო,რომელიც საიდან იღებს სათავეს არავინ იცის. ზაფხულში ცივი,ზამთარში თბილი. საიდან აღარ მოდიან მლოცველები რწმენით მიახლოებული იკურნებიან დაავადებებისგან.
ავჭალის წმ. ქეთევანის
სახელობის ტაძარი
წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი აგებულია მე-19 საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. არსებობს ფრიად საინტერესო გადმოცემა, რომლის მიხედვითაც იგი ილია ჭავჭავაძეს საკუთარი ხარჯებით დაუსრულებია. გადმოგვცემენ, რომ იგი ავჭალის გავლით საგურამოში მიბრძანდებოდა, მშენებარე ტაძრის მდგომარეობით დაინტერესებულა და საკუთარი წვლილიც შეუტანია მის დამთავრებაში. ტაძარი ავჭალაში კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე მოქმედებდა. ავჭალის მოსახლეობაში დღესაც შეხვდებით მოხუცებულებს, რომელთაც ახსოვთ ამ ტაძარში შესრულებული ღვთისმსახურება.ტაძრის ერთ-ერთი წინამძღვარი ვინმე დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი ყოფილა, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონია გახსნილი. მას ღვთის მსახურებაში ეხმარებოდა დიაკონი გიორგი.
საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი ჯერ საწყობად, შემდეგ კინო-თეატრად,
ხოლო ბოლოს ბიბლოთეკად გადააკეთეს.იყო დრო ,როცა მასში მილიციის ოთახიც ფუნქციონირებდა. როცა ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა. ხალხის სურვილით ტაძრიდან ბიბლოთეკა გაიტანეს და შენობა საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. ტაძრის აღდგენა 1997 წლის ნოემბერში დაიწყო. ყველაზე აქტიური მონაწილეობა მის აღდგენაში ამავე ტაძრის მრევლმა მიიღო. სწორედ მათი დაუღალავი შრომითა და ღვთის შეწევნით ტაძარი შედარებით მოკლე დროში აღდგა.1998 წელს, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, 21 მარტს (დიდმარხვის მე-3 კვირა) სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ტაძარი ურბნისისა და რუისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. ნიშანდობლივია, რომ მართმადიდებლური ეკლესია სწორედ ჯვართაამაღლების წინა დღეს იხსენიებს დიდმოწამე ქეთევანს, საქართველოს მნათობსა და კახეთის დედოფალს.
ტაძარი თავის არქიტექტურით ჯვარ-გუმბათოვანია. აქტიური ათეიზმის ხანაში მისმა არქიტექტურამ გარკვეული ცვლილება განიცადა. ნიშანდობლივია , რომ ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება(აბო თბილელის ჯვრის ანალოგიური). ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული და მრევლი მას მოწიწებით ემთხვევა.
ტაძარში დასვენებულია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც დღესაც სდის მირონი. ეს სასწაული 1999 წლის 31 დეკემბერს ღამისთევის მსახურებაზე დაიწყო. ხატს თითქმის ყველა კუთხიდან (განსაკუთრებით ღვთისმშობლისა და მაცხოვრის შარავანდედიდან) გადმოსდის ზეთოვანი სითხე.
გარდა ამ უდიდესი ისტორიული ძეგლებისა ასევე ავჭალის უბნებში გვხვდება ახლად აშენებული ტაძრები მაგალითად ესენია: ლომისის წმ.გიორგის ტაძარი პატარა გლდანის დასახლებაში, რომელიც 2002 წელს აშენდა თავად მოსახლეობის შემოწირულობით.
დ.სარაჯიშვილის გამზირზე
ხვდებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, რომლიც ასევე ბოლო წლებშია აგებული.
No comments:
Post a Comment