ეკონომიკა

ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: ელმავალმშენებელი ქარხანა, თუჯამომსხმელ ქარხანა ცენტროლიტი, შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა. და ბევრი უბანი ამ საწარმოებში დაკომპლექტებული მომსახურე პერსონალლის გამო გაშენდა.
  
   
  ავჭალის გზატკეცილზე ავჭალის რკინიგზის სადგურამდე 1932 წელს „ფოლად-თუჯ“ ჩამომსხმელი ქარხანა. იგი ერთ-ერთი პირველი იყოამიტომ მას „ცენტროლეტი“ უწოდეს.ქარხანა უმზადებდა ფოლადის და თუჯის დეტალებს  ისეთ საწარმოებებს როგორიც იყო თბილისის ჩარხმშენებელი ქარხანა, ს/გ „ელმავალმშენებელი“, ვაგომშემკეთებელი, ს/გ „ელექტროაპარატი“ და სხვა. კომუნისტური წყობის  დაშლის შემდეგ ამ ქარხანამ  დაკარგა თავისი დანიშნულება და დაიშალა პატარ-პატარა საამქროებად და საწარმოებად.

  ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) — პირველი მძლავრი ჰიდროელექტრო სადგური აქართველოში, მდინარე მტკვარზე ქ. მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 2007 წლის 20 ივლისს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.
 


მდინარე გლდანულის აღმოსავლეთით ახლოს 1937 წელს აშენდა შამპანიური ღვინოების ქარხანა. შამპანიურის წარმოების პიკმა მიაღწია XX საუკუნის 80-იან წლებში შეადგენდა 24000000 ბოთლს. 1997 წელს ამერიკის საინვენსტიციო ფონდმა სახელმწიფოსაგან შეისყიდა ქარხნის აქციები და მას ეწოდა  კომპანიაბაგრატიონი 1882“, რომელიც ქართული ცქრიალა ღვინის შამპანიურის ფუძემდებლის ივანე ბაგრატონის სახელს ატარებს. რომელიც ამჟამად კონპანია მოდერნიზირებულია მსოფლიოს უახლოესი ტექნოლოგიებით მუშაობს მთელი დატვირთვი.

 .. „დავით სარაჯიშვილი და ენისელიწარმოადგენს საქართველოში კონიაკის მწარმოებელ უძველეს და უმსხვილეს საწარმოს. ცნობილი მეცნიერის, მრეწველისა და საზეგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილმა შექმნა ფირმა და ააშენა კონიაკისა და არყის მწარმოებელი ქარხანა რომელმაც თავისი პირველი პროდუქცია გამოუშვა 1888 წელს.

   1962 წელს კონიაკის ქარხნის გვერდით აშენდა ღვინის ქარხანა. კომუნისტური წყობილების პერიოდში  „ თბილღვინოერთ-ერთი მონოპოლისტი იყო ღვინის წარმოებაში.

   
   ავჭალაშია  აგრეთვე ღვინის ჩამომსხმელი და საფუარის ქარხნები, ფქვილის კომბინატი, ბეტონის ქარხანა, შუშის საამქრო და სხვა მცირე სიმძლავრის სამრწველო ობიექტები.

No comments:

Post a Comment